top of page

სოკოს მინი ფერმის შესახებ

  კომპანია სოკოკო დაარსდა 2019 წლის 10 აპრილს. ჩვენ ვაწარმოებთ, ეკოლოგიურად სუფთა, მაქსიმალურად უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქტს, ნატრურალური ნედლეულის გამოყენებით, როგორც ბავშვებისათვის ასევე უფროსებისთვის.

ჩვენი მიზანია, ოჯახის ყველა წევრი უშუალოდ ჩართული იყოს „სოკოკოს მინი ფერმის“ მოვლის პროცესში, რათა მიღებული შედეგით კმაყოფილი იყოს ბავშვიც და უფროსიც. თვითონ სოკოს მოყვანის პროცესი განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს, რაც დაეხმარება ბავშვს ცნობიერების ამაღლებაში, მოვლისა და ზრუნვის უნარჩვევების განვითარებაში და რაც მთავარია სოკოკოს მინი ფერმაში „მუშაობით“ ოჯახის უმცროს და უფროს წევრებს  შორის მყარდება მეგობრულ-თანასწორული ურთიერთობა.

ცოცხალი სამყაროს ხუთი უდიდესი სამეფოდან ერთ-ერთი გახლავთ სოკოების სამეფო, სოკოკოს მინი ფერმის შეძენისას კი თქვენ საშუალება გეძლევათ უფრო ახლოს იყოთ ცოცხალ ბუნებასთან და თვალი ადევნოთ სოკოს მოყვანის პროცესს და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ABOUT US.png
bottom of page